თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან, მის მოადგილეებთან, მარიან ჰოშეკთან და მარიანა ჩაპკოვასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ამერიკულ ჰოსპიტალს ეწვია.
სტუმრებმა, რომლებსაც ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა ირაკლი გოგოხიამ უმასპინძლა, კლინიკა დაათვალიერეს. როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და პაციენტები მათთვის საჭირო, მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მქონე, მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკების არსებობა მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები მზარდი ბიუჯეტით მოქალაქეებზეა მორგებული“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 23,2024ზურაბ ჩიკვილაძე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალს ეწვია
აპრილი 05,2024გიორგი ტყემალაძე: თბილისის მუნიციპალიტეტი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ წარმატებით ახორციელებს
აპრილი 02,2024